სექტემბერი 20, 2011

ორდღიანი სემინარი რეგიონალური მაუწყებლებისთვის

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით და IREX –ის (საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭო) პროგრამის ” ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას” (G-MEDIA) მხარდაჭერით რეგიონალური მაუწყებლებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართება.

კონფერენცია ქ. თბილისში სასატუმრო „ციტადინში“ 2011 წლის 21–22 სექტემბერს ჩატარდება. ორდღიანი სემინარის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედი ტელეკომპანიებისთვის განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და ლიცენზირების საკითხები, საკაბელო მაუწყებლობა, მისი სპეციფიკა და სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობის სპეციფიკა, ასევე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და თვითრეგულირების საკითხები და ბოლოს, მაუწყებელთა ვალდებულებები და ანგარიშების შევსება.

შეხვედრას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, კახი ყურაშვილი გაუძღვება, გარდა კომისიის წარმომადგენლებისა მოხსენებას მოწვეული ექსპერტებიც წაიკითხავენ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები