ორი ახალი რადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თბილისში FM 93,1 -ზე და ქ. ახალციხეში FM 97.5-ზე რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა.
თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „ტივი-სტილი“ გახდა, ქ. ახალციხეში კი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ააიპ „კავშირი სამხრეთ კარიბჭე“. რადიოსიხშირული სპექტრით სარეგბლობის ლიცენზიის საფასური თბილისში 10 692 ლარს შეადგენს, ხოლო ქ. ახალციხეში 4 055 ლარს.
გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.