დეკემბერი 04, 2009

”ОРТ” 1 000 000 ლარით დაჯარიმდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული ტელეკომპანიები დააჯარიმა. ”ОРТ”, ”НТВ”, ”ТВ-Центр”, ”Россия” და ”Култура” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ულიცენზიოდ მაუწყებლობდნენ. ეს კი საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 1441 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილების და საქართველოს ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის დარღვევაა.

ტელეკომპანიები”НТВ”, ”ТВ-Центр”, ”Россия” და ”Култура” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ერთხელ უკვე  დააჯარიმა და საქართველოს ტერიტორიაზე უნებართვოდ მაუწყებლობის  დაუყოვნებლივ შეწყვეტა  დააკისრა. რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელი ”ОРТ” კი მესამედ დააჯარიმა. ამიტომ ”НТВ”-ს, ”ТВ-Центр”-ის, ”Россия”-ს და ”Култура”-ს შემთხვევაში, საქართველოსა ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის” თანახმად,  ჯარიმის ოდენობა 500 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ”ОРТ” 1 000 000 ლარით დაჯარიმდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები