აგვისტო 31, 2009

”ОРТ Первый Канал” 500 000 ლარით დაჯარიმდა

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელი ”ОРТ Первый Канал” 500 000 ლარით დააჯარიმა.

რუსული ტელეკომპანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნებართვოდ მაუწყებლობდა. საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 1441 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ულიცენზიოდ საქმიანობა ითვალისწინებს ჯარიმას 500 000 ლარის ოდენობით. მსგავსი ქმედების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ერთი მილიონი ლარის ოდენობით დააჯარიმოს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები