აპრილი 15, 2013

„პალიტრა TV”-მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის უფლება მიიღო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „პალიტრა TV”-მ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

შპს „პალიტრა TV”-ს ამიერიდან საშუალება აქვს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმაუწყებლოს. „პალიტრა „TV”-ს კუთვნილი ლიცენზიის სახეა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა – საერთო ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა კი – დღე–ღამის განმავლობაში 8 საათი.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები