წვდომის მენიუ

სექტემბერი 22, 2017 15:52

„PKTV“-ის და „საფერავი ტვ“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირება განხორციელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, ბრენდული სახელწოდება „PKTV“-ის და შპს „საფერავი ტვ“-ის განცხადებები და მათი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირება განახორციელა.

„PKTV“ საქმიანობას კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი)  ტელემაუწყებლობით გააგრძელებს, ხოლო „საფერავი ტვ“ კერძო სპეციალიზებული, სოფლის მეურნეობის თემატიკის ქვესახეობით იმაუწყებლებს.

ორივე ტელეკომპანიის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები