სექტემბერი 17, 2012

პოლონეთის მარეგულირებელი ოფისის დელეგაცია საქართველოში იმყოფება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის წარმომადგენლები სტუმრობენ. სამკაციანი დელეგაციას, პოლონეთის მარეგულირებელი ოფისის პრეზიდენტი, მაგდალენა გაჯი ხელმძღვანელობს.

ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაგდანელა გაჯი, თავის ქართველ კოლეგას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან.

ვიზიტი ორი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს შორის 2011 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლოდ გეგმებზეც შეთანხმდნენ.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოთქვა სურვილი გამოცდილება გაიზიაროს სიხშირული სპექტრის ეფექტური მართვის და განაწილების საკითხებში, ასევე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და ტელეკომუნიკაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ.

პოლონური მხარე მზად არის საქართველოში გამოაგზავნოს სპეციალისტები და ქართველ კოლეგებს გამოცდილება ადგილზე გაუზიარონ. გარდა ამისა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კომუნკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელთა ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები