ივლისი 26, 2013

პოლონეთის მარეგულირებელი ორგანოს დელეგაცია ქართველო კოლეგებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე გამოცდილებას უზიარებენ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის იურიდიული დეპარტამენტის დელეგაციას მასპინძლობს.

სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში სამართლებრივ საუფუძვლებზე ისაუბრებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ. პოლონური მხარე, ასევე დააკვირდება კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და დავების საჯარო განხილვის პროცედურას.

პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის იურიდიული დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოს 28 ივლისს დატოვებს. 29 ივლისს კი კომისიას პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის მეორე დელეგაცია ეწვევა, ამჯერად, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩამოვლენ.

პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის მეორე დელეგაციის ვიზიტის მიზანიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის შესახებ გამოცდილების გაზიარებაა. პოლონური მახრე ქართველ კოლეგებს ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის დაგეგმვის პროცესში ე. წ „ციფრული რუქების“ შედგენის მნიშვნელობაზე და ამ პროცესის წარმართვის დროს მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

ორივე ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუბის ფარგლებში ხორციელდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები