იანვარი 30, 2013

პოლონეთისა და საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლო კვიტაიშვილმა UKE–ს გენერალური დირექტორი, მარიუშ კჟიჟაკი, რადიოსიხშრეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი, ვიქტორ სეგა და ევროპული პროექტების განყოფილების უფროსი, მარტა მეთრაკი მიიღო. შეხვედრას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხვა წევრები და კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

ორი ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანოებმა გასულ წელს თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

გასულ წელს მხარეები შემდეგ საკითხებზე თანამშრომლობდნენ: ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყელობაზე გადასვლა, საქართველოში ინტერნეტ მომსახურების დაფარვის არეალის გაფართოვება, რადიოსიხშირული სპექტრის  მართვა, რადიოსიხშირული სპექტრის მონიტირნგი და EMC (ელექტრომაგნიტური თავსებადობის) სატესტო ლაბორატორიის შექმნა.

დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე  წარმოდგენილ იქნა ის საკითხები, რომელსაც  ყურადღება 2013 წელს დაეთმობა. მიმდინარე წელს მარეგულირებელი ორგანოები კვლავ იმსჯელებენ ანალოგური მაუწყებლობიდან  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასა და „მაპინგზე“ (ქვეყნის ინტერნეტ დაფარვის არეალის გაფართოვება). ამ საკითხებს ასევე, დაემატება ოპერატორებს შორის და ოპერატორებსა და მომხმარებლებს შორის დავების გადაწყვეტის მხრივ გამოცდილების გაზიარება, ევროკავშირის მიერ სხვადასხვა პროექტების დაფინანსების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება, RTTE (რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები) დირექტივაში ცვილებებისა და შესწორებების შეტანა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ბაზრის ზედამხედველობის კუთხით, ასევე, პოლონეთის მხარე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომისიის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, გაგრძელდება კონსულტაციები იურიდიული საკითხებთან დაკავშირებითაც და სტატისტიკური მონაცემების ვებ პორტალის შექმნის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სტატისტიკური მონაცემების ვებ პორტალზე მუშაობა უკვე დაიწყო) კუთხითაც.

შეხვედრაზე შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით პოლონეთის დელეგაცია  სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს საქართველოში პერიოდულად გამართავს.  ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებიც 2013 წლის განმავლობაში პოლონეთს სასწავლო ვიზიტებით   ეწვევიან.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები