მაისი 25, 2011

პორტირებული სააბონენტო ნომრების სტატისტიკა

 

სააბონენტო ნომრის პორტირება სულ უფრო პოპულარული ხდება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით  ამ მომსახურებით უკვე 43 500 აბონენტმა ისარგებლა. სააბონენტო ნომრების პორტირების შესაძლებლობა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად,  მობილური ქსელის აბონენტებს 2011 წლის 15 თებერვლიდან მიეცათ.

პორტირების შედეგეად ყველაზე მეტი აბონენტი კომპანია „ჯეოსელს“ შეემატა, მან კონკურენტი კომპანიებიდან 25 300 აბონენტი გადაიბირა. მეორე ადგილზეა შპს „მაგთიკომი“, კომპანიაში 9 200 აბონენტი გადავიდა და ბოლოს შპს „მობიტელი“ (ბილაინი),8 900 აბონენტით  სხვა მობილური ოპერატორების ქსელებიდან.

სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გაღვივება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების საკეთილდღეოდ კეთდება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები