წვდომის მენიუ

მაისი 03, 2017 16:09

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე

1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ გამოაცხადა. ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა არის პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიის და განვითარების მთავარი პრინციპია.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია“ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უერთდება პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღნიშვნას და მედიას საკუთარი პროფესიული მოვალეობების წარმატებით შესრულებას უსურვებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები