წვდომის მენიუ

დეკემბერი 12, 2017 13:36

პროექტი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ ოფიციალურად გაიხსნა

სასტუმრო „რუმს თბილისში“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ -  ოფიციალურად გაიხსნა.

დაძმობილების პროექტი, რომლის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, დეკემბერში დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის მხრიდან პროექტის ძირითადი პარტნიორია ლიტვის რესპუბლიკა, ხოლო თანაპარტნიორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და პოლონეთის რესპუბლიკა არიან. პროექტი მთლიანად ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

პროექტის მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის  სიღრმისეული შესწავლა და მისი ევროკავშირის მარეგულირებელ ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე,  ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში წინასწარი რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრების განსაზღვრა, ფართოზოლოვან მომსახურებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავება და უნივერსალური მომსახურებით უზრუნველყოფის მიზანშეწონილობის შესწავლა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად, ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ და ლიტვისა და პოლონეთის რესპუბლიკები ელჩებმა გახსნეს. დისკუსიის რეჟიმში გამართულ გამოსვლებში მომხსენებლებმა პროექტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ამოცანებსა და მოლოდინებზე ისაუბრეს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები