დეკემბერი 08, 2017 9:30

პროექტი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში“ საზეიმოდ 12 დეკემბერს გაიხსნება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში“ - გახსნის საზეიმო ცერემონია 12 დეკემბერს სასტუმრო „რუმს თბილის“-ში გაიმართება.

დაძმობილების პროექტი, რომლის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა, 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ევროკავშირის მხრიდან ძირითადი პარტნიორია ლიტვის რესპუბლიკა, თანაპარტნიორები კი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და პოლონეთის რესპუბლიკა. პროექტი მთლიანად ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

პროექტის მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის  სიღრმისეული შესწავლა და მისი ევროკავშირის მარეგულირებელ ნორმატიული ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე,  ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში ex ante რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრების განსაზღვრა, ფართოზოლოვან მომსახურებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავება და უნივერსალური მომსახურებით უზრუნველყოფის მიზანშეწონილობის შესწავლა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები