ნოემბერი 27, 2015 17:46

ქ. ახალციხეში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოცხადდა

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ ”კავშირი სამხრეთის კარიბჭის” მომართვის საფუძველზე ქ. ახალციხეში  FM 97.5 რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა.

კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პირი ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდება და დღე-ღამეში 18 საათი იმაუწყებლებს. რადიოსიხშირული სპექტრით სარეგბლობის ლიცენზიის საფასური 4 055 ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება 2015 წლის 28 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს, კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2015 წლის 31 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდება 2016 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2016 წლის 5 თებერვალს 13:00 საათზე ჩანიშნული.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები