დეკემბერი 17, 2010

ქ. ახალციხეში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 6 284 ლარად  გაიყიდა. ლიცენზიის მფლობელი ათი წლის ვადით შპს ”ახნეტი” გახდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ახალციხეში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველტა რეგისტრაცია 2010 წლის 30 ნოემბრის, 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები