აპრილი 23, 2010

ქ. ახალციხეში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა.

 

ინდ.მეწარმე ”ზაზა პეტრიაშვილს” ქ. ახალციხეში სატრანზიტო მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული ზოლი ესაჭიროება.

 

აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია 2010 წლის 17 მაისის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

აუქციონი კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის, 11 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

 

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 5 945 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები