წვდომის მენიუ

ივლისი 24, 2017 19:31

ქ. ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსებზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 და N424/10  გადაწყვეტილებებით ორი კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსანტთა განცხადებების მიღება 2017  წლის 24 ივლისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა.

ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად განცხადებები წარმოადგინეს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ და                              შპს „რადიოცენტრი პლუს“-მა, ხოლო ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მედ ეფემ“-მა.

ორივე კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც საკონკურსოდ წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება, გაიმართება 2017 წლის 27 ივლისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომა, ჩატარდება 2017 წლის 24 აგვისტოს 13:00 საათზე, ხოლო გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან 2017 წლის 31 აგვისტოს 13:00 საათზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები