აპრილი 28, 2015 12:45

ქ. ბოლნისში რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბოლნისში FM 107.3 კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი  26 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე მხოლოდ შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელმა“ წარმოადგინა, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც გამოცხადდა კონკურსი.

რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის საფასური 6 075 ლარით განისაზღვრა.

კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 2015 წლის 30 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტის დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება და გამოქვეყნდება.  ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 2 ივნისს 13:00 საათზე ჩაინიშნა, უშუალოდ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად საკონკურსო სხდომა 2015 წლის 9 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები