ნოემბერი 26, 2010

ქ. ფოთში 1000 სააბონენტო ნომერი გაიყიდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე გამარჯვებული გამოვლინდა. 50XXX ინდექსის 1000 სააბონენტო ნომრის მფლობელი სს ”სილქნეტი” გახდა. კომპანია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში 2 100 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდის.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ფოთში  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები