ნოემბერი 18, 2011

ქ. ფოთში 1000 სააბონენტო ნომერი გაიყიდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე აუქციონში გამარჯვებული გამოვლიდან. ქ. ფოთში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „კავკასუს ონლაინი“ გახდა.  კომპანია ქ. ფოთში, 200 XXX ინდექსის 1000 სააბონენტო ნომრით სარგებლობის ლიცენზიაში 315 ლარს გადაიხდის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ფოთში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები