დეკემბერი 08, 2014 18:24

ქ. ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზია ააიპ ”რადიო - ტვ ნორმა” მოიპოვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, 8 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ქ. ნინოწმინდაში 100.1 მეგაჰერც სიხშირეზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზია ააიპ ”რადიო - ტვ ნორმა” მოიპოვა.

კომპანია მაუწყებლობის დაწყებას ლიცენზიის მიღებიდან რვა თვის ვადაში გეგმავს. ააიპ ”რადიო - ტვ ნორის” უფლებამოსილმა წარმომადგენელმა  კომისიას ლიცენზიით სარგებლობის საფასურის (1,417.50 ლარი) წინასწარ განსაზღვრული გარფიკით გადახდის და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მზაობა დაუდასტურა.

კომისიამ ქ. ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები