ნოემბერი 07, 2014 16:09

ქ. ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ნინოწმინდაში 100.1 მეგაჰერც სიხშირეზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2014 წლის 3 ოქტომრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

2014 წლის 6 ნოემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე კონკურსში მონაწილე მხოლოდ ერთი კომპანიის, ააიპ ”რადიო - ტვ ნორის” დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა.

სათემო რადიომაუწყებლობის კონკურსის  ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 4 დეკემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, უშუალოდ საკონკურსო სხდომა 2014 წლის 8 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

ააიპ ”რადიო - ტვ ნორის” დეტალური საკონკურსო დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=300&info_id=116051

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები