ოქტომბერი 03, 2014 17:48

ქ. ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ნინოწმინდაში 100.1 მეგაჰერც სიხშირეზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა.

რადიომაუწყებლობის კონკურსის გამოცხადებას საფუძვლად ააიპ ”რადიო - ტვ ნორ”-ის განცხადება დაედო.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი პირების დოკუმენტაციის მიღება კომისიაში 2014 წლის 3 ნოემბრის 17:00 საათამდე იწარმობს. სათემო რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენატცია საჯაროდ გაიხსნება 2014 წლის 6 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 4 დეკემბერს 13:00 საათზეა ჩანიშნული, უშუალოდ საკონკურსო სხდომა 2014 წლის 8 დეკემბერს 13:00 საათზე ჩატარდება.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები