ნოემბერი 03, 2014 17:43

ქ. ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ნინოწმინდაში 100.1 მეგაჰერც სიხშირეზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2014 წლის 3 ოქტომრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

დღეს, 3 ნოემბერს 17:00 საათზე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღების ვადა  ამოიწურა. კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია ააიპ ”რადიო - ტვ ნორი” მონაწილეობს.

სათემო რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტის დალუქული დოკუმენატცია საჯაროდ გაიხსნება 2014 წლის 6 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 4 დეკემბერს 13:00 საათზე ჩატარდება, უშუალოდ საკონკურსო სხდომა 2014 წლის 8 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები