სექტემბერი 05, 2008

ქ. ქუთაისში 2XXXX ინდექსის 10 000 სააბონენტო ნომერი 45 000 ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა. შპს ”ახალმა ქსელებმა” ქ. ქუთაისში 2XXXX ინდექსის, 10 000 სააბონენტო ნომერში 45 000 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

აუქციონში ”ახალი ქსელების” გარდა სამი კომპანია შპს ”მაგთიკომი”, შპს ”სელკომი”, სს ”საქართველოს გაერთიენებული ტელესაკომუნიკაციო კომპანია” და ორი მოქალაქე, პალუშა გიორგობიანი და კონსტანტინე ამაშუკელი მონაწილეობდა.

ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.  

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები