სექტემბერი 05, 2008

ქ. ქუთაისში 7XXXX ინდექსის 10 000 სააბონენტო ნომერი 43 000 ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა. მოქალაქე პალუშა გიორგობიანმა  ქ. ქუთაისში 7XXXX ინდექსის, 10 000 სააბონენტო ნომერში 43 000 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

აუქციონში მოქალაქე პალუშა გიორგობიანის გარდა ოთხი კომპანია შპს ”მაგთიკომი”, შპს ”სელკომი”, სს ”საქართველოს გაერთიენებული ტელესაკომუნიკაციო კომპანია”, შპს ”ახალი ქსელები” და ერთი მოქალაქე, კონსტანტინე ამაშუკელი მონაწილეობდა.

ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები