წვდომის მენიუ

მარტი 10, 2017 12:57

ქ. ქუთაისში და ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებზე გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში და ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები  2016 წლი 29 დეკემბერს გამოცხადდა.

  • ქ. ქუთაისში მეტრულ ტალღათა (FM97.5) დიაპაზონში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „42 პარალელი“ გახდა, კომპანიამ ლიცენზიით სარგებლობის საფასური 8 100 ლარი კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ერთი წლის ვადაში უნდა დაფაროს.
  • ქ. ჭიათურაში კი მეტრულ ტალღათა (FM93.5) დიაპაზონში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს ”რადიო ეფ-ემ” გახდა. კომპანიამ ლიცენზიით სარგებლობის საფასური 4 750 ლარი და 25 თეთრი კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ერთი წლის ვადაში უნდა დაფაროს.

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს სალიცენზიო პირობად ერთი წლის ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყების  ვალდებულება და დღე-ღამეში მინიმალური მაუწყებლობის ხანგრძლივობა 18 საათით განესაზღვრათ.

ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები