წვდომის მენიუ

იანვარი 30, 2017 17:32

ქ. ქუთაისში და ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში და ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები  2016 წლი 29 დეკემბერს გამოცხადდა.

  • ქ. ქუთაისში მეტრულ ტალღათა (FM97.5) დიაპაზონში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი  შპს „42 პარალელმა“ და შპს ”რადიო ეფ-ემ”-მა წარმოადგინეს. ლიცენზიით სარგებლობის საფასური 8 100 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
  • ქ. ჭიათურაში კი მეტრულ ტალღათა (FM93.5) დიაპაზონში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი შპს ”რადიო ეფ-ემ”-მა წარმოადგინა.  ლიცენზიით სარგებლობის საწყისი საფასური ამ შემთხვევაში 4 475 ლარის და 25 თეთრის ოდენობით განისაზღვრა.

კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2017 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი კონკურსში მონაწილეთა სამაუწყებლო კონცეფციებთან დაკავშირებით დასკვნას წარმოადგენს 2017 წლის 2 მარტს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა, რომელზეც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოცხადდება 2017 წლის 9 მარტს 15:00 არის ჩანიშნული.

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს სალიცენზიო პირობად პრაქტიკული საქმიანობის დაწყების  ვალდებულება ერთი წლის ვადაში და დღე-ღამეში მინიმალური მაუწყებლობის ხანგრძლივობა 18 საათით განესაზღვრებათ.

ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები