წვდომის მენიუ

დეკემბერი 30, 2016 13:01

ქ. ქუთაისში და ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში და ქ. ჭიათურაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოცხადდა.

კომისიამ ქ. ქუთაისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად მეტრულ ტალღათა (FM97.5) დიაპაზონში კონკურსი  შპს ”მედ ეფემ”-ის განცხადების საფუძველზე გამოაცხადა. ლიცენზიით სარგებლობის საფასური 8 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ქ. ჭიათურაში კი მეტრულ ტალღათა (FM93.5) დიაპაზონში კონკურსის გამოცხადება  შპს ”რადიო ეფ-ემ”-მა მოითხოვა. ლიცენზიით სარგებლობის საწყისი საფასური ამ შემთხვევაში 4 475 ლარის და 25 თეთრის ოდენობით განისაზღვრა.

ორივე გეოგრაფიულ ზონაში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეთა განცხადებების მიღება 2017 წლის 30 იანვრის 17:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2017 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელზეც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი კონკურსში მონაწილეთა სამაუწყებლო კონცეფციებთან დაკავშირებით დასკვნას წარმოადგენს, 2017 წლის 2 მარტს 13:00 საათზე ჩატარდება, საკონკურსო სხდომა, რომელზეც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოცხადდება 2017 წლის 9 მარტს 15:00 არის ჩანიშნული.

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს სალიცენზიო პირობად პრაქტიკული საქმიანობის დაწყების  ვალდებულება ერთი წლის ვადაში და დღე-ღამეში მინიმალური მაუწყებლობის ხანგრძლივობა 18 საათით განესაზღვრებათ.

ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები