ივლისი 17, 2014 19:17

ქ. რუსთავში რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს 17 ივლისს ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „ნიუკომი“ მონაწილეობს და დღევანდელ სხდომაზე კონკურსანტის დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა. კომპანიას დოკუმენტაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი. ამიტომ, კომისიამ დამატებით ხუთდღიანი ვადა განუსაზღვრა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი დასკვნა გამოქვეყნდება 14 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება, უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც კონკურსში გამარჯვებული ოფიციალურად გამოცხადდება 18 აგვისტოს 13:00 საათზე ჩატარდება.

კომისიამ ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებთ გამოაცხადა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები