ივლისი 07, 2014 11:01

ქ. რუსთავში რადიომაუწყებლობის კონკურსში მოანწილეთა საბუთების მიღება ერთი კვირით გახანგრძლივდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 3 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადა ერთი კვირით, 14 ივლისის 17:00 საათამდე გაახანგრძლივა.

საბუთების მიღების ვადის გახანგრძლივების საფუძველი  ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსის გადაწყვეტილებაში (2014 წლის 5 ივნისი) აღმოჩენილი ტექნიკური უზუსტობა გახდა.

ამ გარემოებიდან გამომდინარე, კონკურსში მოანწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება კომისიაში 14 ივლისის 17:00 საათამდე გაგრძელდა. კონკურსის მოსამზადებელი სხდომა 17 ივლისის 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი საკონკურსო განაცხადებთან დაკავშირებით დასკვნას წარმოადგენს 14 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება, უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 18 აგვისტოს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ნიუკომის“ განცხადების საფუძველზე ქ. რუსთავში (FM 100.6) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა.

სალიცენზიო პირობების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ დღე-ღამის განმავლობაში მინიმალური 12 საათიანი მაუწყებლობა უნდა განახორციელოს, ასევე, მინიმალური პროგრამული მოთხოვნაც - საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობა - დააკმაყოფილოს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები