ივლისი 14, 2014

ქ. რუსთავში რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეთა საბუთების მიღება დასრულდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღება დასრულდა.

კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „ნიუკომი“ მონაწილეობს. მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტის დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 17 ივლისის 13:00 საათზეა ჩანიშნული. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით დასკვნას წარმოადგენს 14 აგვისტოს 13:00 საათზე გაიმართება, უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც კონკურსში გამარჯვებული ოფიციალურად გამოცხადდება 18 აგვისტოს 13:00 საათზე ჩატარდება.

კომისიამ ქ. რუსთავში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებთ გამოაცხადა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები