სექტემბერი 19, 2008

ქ. თბილისში 10 000 სააბონენტო ნომერი 21 ათას ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” გაიმარჯვა. ფირმამ ქ. თბილისში 10 000 სააბონენტო ნომერში 21 ათასი  ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები