თებერვალი 05, 2010

ქ. თბილისში 1000 სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოცხადდა

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადა. 498XXX ინდექსის 1000 სააბონენტო ნომერზე აუქციონის გამოცხადების თხოვნით კომისიას შპს ”ლუნეტი”-მ მიმართა.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკცაიების ეროვნულ კომისიაში  2010 წლის 19 მარტის, 13:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 26 თებერვლის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები