აგვისტო 18, 2009

ქ. თბილისში 2 ათას სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  ქ. თბილისში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადა. აუქციონზე გამოტანილი იქნება 496XXX და 497XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერი. რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი რესურსის ღირებულების საწყისი ოდენობის 5% იქნება.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 8 სექტემბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

აუქციონი 2009 წლის 25 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები