სექტემბერი 06, 2011

ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  აუქციონი გამოაცხადა. 

 აუქციონი გამოცხადდა შპს ”კავკასუს ონლაინისა” და შპს ”ჯეოსელის” განცხადებების საფუძველზე ნუმერაციის რესურსზე: 200 XX XX (სულ 10 000 სააბონენტო ნომერი);

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა  3000,00 (სამი ათასი) ლარით განისაზღვრა.

აუქციონის ბიჯი 150 (ას ორმოცდაათი) ლარს შეადგენს;

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  2011 წლის 7 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 19 სექტემბრის, 17:00 საათამდე განხორციელდება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები