ოქტომბერი 10, 2011

ქ. თბილისში ნუმერაციის რესურსი 12 ათას ლარად გაიყიდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე აუცქციონში გამარჯვებული გამოვლინდა.  თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „კავკაზუ ონლაინი“ გახდა. 200 XX XX ინდექსის (სულ 10 000 სააბონენტო ნომერი)ნუმერაციის ლიცენზიაში  ლიცენზიაში კომპანია 12 ათას ლარს გადაიხდის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  აუქციონი  2011 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.   ლიცენზიის მისაღებად აუქციონში ორი კომპანია შპს „კავკასუს ონლინი“ და შპს „ჯეოსელი“ მონაწილეობდა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები