ოქტომბერი 27, 2014 18:23

ქ. თბილისში რადიომაუწყებლობის კონკურსში შპს „კომპანია მედიასტრიმმა“ გაიმარჯვა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, 27 ოქტომბერს რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსი გაიმართა.

ქ. თბილისში 104.7 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი  შპს „კომპანია მედიასტრიმი“ გახდა. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა კონკურსში დაბა გუდაურში და 104,7 მგჰ სიხშირეზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელიც გახდა.

დღევანდელ საკონკურსო სხდომაზე დაბა გუდაურში კიდევ ერთი რადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცა, 103.9 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „რადიო ცენტრი პლუსი“ (რადიო პალიტრა) გამოცხადდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიმაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი 2014 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები