დეკემბერი 03, 2009

ქართულენოვანი დომენი

2009 წლის ოქტომბერში ICANN-მა დაამტკიცა პროგრამა, რომლის ფარგლებში  იწყება დომენური სახელების ინტერნაცინალიზაცია.

საქართველოში პროგრამის დანერგვის შედეგად შესაძლებელი გახდება ქართულენოვანი დომენური სახელების გამოყენება.

ამასთან დაკავშირებით მიდინარე წლის 4 დეკემბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომათა დარბაზში გაიმართება პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge ) შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის მასალებს,  გამოთქვათ თქვენი აზრი არსებულ პროგრამასთან დაკავშრებით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები