ივლისი 29, 2011

„ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“ კერძო სამაუწყბელო ლიცენზიას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კერძო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქართული ტელემაუწყებლობა ივერია“ ითხოვს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. ფოთი, ქ. სენაკი, ქ. ქუთაისი და ქ. რუსთავი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში, 2011 წლის 26 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება, გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.

მაუწყებლობის დაწყების ვადა კი „ქართულ ტელემაუწყებლობა ივერიას“ საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები