აგვისტო 26, 2011

„ქართული ტელემაუწყებლობა ივერიამ“ მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე კერძო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიამ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

კომპანიამ მაუწყებლობა ლიცენზიის გაცემის დღიდან ორი თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს. ლიცენზიის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. ფოთი, ქ. სენაკი, ქ. ქუთაისი და ქ. რუსთავი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 29 ივლისს დაიწყო.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები