თებერვალი 10, 2012

„ქართული ტელემაუწყებლობა ივერიამ“ თანამგზავრით მაუწყებლობის უფლება მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“  სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო. კომპანია თავისი ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას ითხოვდა, რომ კერძო მაუწყებლობის №B111 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელების საშუალება მისცემოდა.

შეგახსენებთ, „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიამ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიიღო. ლიცენზიის სახეა – კერძო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობაა – საერთო ტელემაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი – ქ. თბილისი, ქ. ბათუმი,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქ. ფოთი,  სენაკის მუნიციპალიტეტი, ქ. ქუთაისი და ქ. რუსთავში.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები