ოქტომბერი 15, 2010

ქ.ფოთში 1000 სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ფოთში  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადა. 50XXX ინდექსის 1000 სააბონენტო ნომერზე აუქციონის გამოცხადების თხოვნით კომისიას სს ”სილქნეტმა” მიმართა.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკცაიების ეროვნულ კომისიაში  2010 წლის 26  ნოემბრის, 13:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 8 ნოემბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები