აგვისტო 05, 2008

ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მიღების მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადდა.

ქ. ქუთაისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სურვილი ოთხმა კომპანიამ და ორმა ფიზიკურმა პირმა გამოთქვა: შპს ”მაგთიკომმა”, შპს ”სელკომმა”, შპს ”ახალმა ქსელებმა”, სს ”საქართველოს გაერთიენებული ტელესაკომუნიკაციო კომპანიამ”, მოქალაქე: პალუშა გიორგობიანმა და მოქალაქე: კონსტანტინე ამაშუკელმა.

ზემოთ ცამოთვლილი პირები და კომპანიები შემდეგი ლიცენზიების მოპოვებას შეეცდებიან:

2XXXX, სულ 10 000 სააბონენტო ნომერი.  რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა 20 000 ლარს შეადგენს.

4XXXX, სულ 10 000 სააბონენტო ნომერი.  რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 20 000 ლარით.

7XXXX, სულ 10 000 სააბონენტო ნომერი.  რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურია 20 000 ლარი.

9XXXX, სულ 10 000 სააბონენტო ნომერი.  რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა ასევე 20 000 ლარია.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2008 წლის 5 სექტემბერს გაიმართება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები