წვდომის მენიუ

მაისი 29, 2017 14:33

რადიო „დარდიმანდს“ 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, „რადიო უცნობს“ წერილობითი გაფრთხილება მიეცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა  რიგი მაუწყებლების ბადეში განთავსებული პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დაცვის მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის შედეგად პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესების დარღვევის შემთხვევები რადიომაუწყებლებს დაუფიქსირდა, რის გამოც, კომისიამ შპს „მომავლის რეკლამას“ - ბრენდული სახელწოდება „დარდიმანდი“ 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რადგან გასული ერთი წლის განმავლობაში კომპანიას განმეორებით დაუფიქსირდა დაღვევა, შპს „რადიო უცნობი“ კი კომერციული რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას, აკრძალულია პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირი მოწოდება და პროდუქტისათვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, ასევე სასპონსორო ტიხრებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდება. კომისიამ მიიჩნია, რომ ორივე რადიო მაუწყებელმა დაარღვია პროგრამების სპონსორობის  და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების წესები.

კომისიის ორივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები