სექტემბერი 10, 2015 11:17

რადიო „ჯაკოს“ ლიცენზიას მოქმედების გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს  ”კორტესი გიდაგოს“, ბრენდული სახელწოდება - რადიო „ჯაკო“,№B7 ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 23 სექტემბრიდან 2025 წლის 23 სექტემბრამდე გაუგრძელა.

კომპანია კერძო სპეციალიზებული (სპორტული) რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობისთვის FM 96.3-ზე კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 10 692 ლარს ერთი წლის განმავლობაში ჩარიცხავს.  

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები