ნოემბერი 27, 2014 17:40

რადიო „კომერსანტის“ მაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიო „კომერსანტის“  მაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით - 2024 წლის 26 ნოემბრამდე გაუხანგრძლივა.

კომპანია თბილისში 95.5 მგჰც სიხშირეზე მაუწყებლობს. კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელი - 10,692.00 ლარი რადიო „კომერსანტმა“ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი წლის განმავლობაში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით უნდა დაფაროს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები