აგვისტო 12, 2011

რადიო „მაესტრომ“ სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე რადიო „მაესტრომ“ სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.

კომისიას შპს ”ქართულმა რადიომ”, იგივე რადიო „მაესტრომ“ მიმართა და ითხოვა, თავისი ლიცენზიის მოდიფიცირება, ისე რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B90 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 15 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ამ საკითხთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განისაზღვრა მაუწყებლობის გეოგრაფიული საზღვრები და ტექნიკური პარამეტრები.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები