წვდომის მენიუ

მაისი 29, 2017 14:36

„რადიო მაესტროს“ ლიცენზიის მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ქართული რადიოს“, ბრენდული სახელწოდება „რადიო მაესტროს“ რადიომაუწყებლობის NB90 მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით 2027 წლის 1 ივნისამდე გაუგრძელდა.

კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიით სარგებლობის საფასური 10 692 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. კომპანიამ ეს თანხა, საქართვეკლოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ერთი წლის ვადაში უნდა დაფაროს.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები