ივლისი 18, 2014 12:05

„რადიო უცნობის“ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „რადიო უცნობის“ №B70 კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივდა.

კომპანია მაუწყებლობას ქ. თბილისში  FM 98.1-ზე ახორციელებს. „რადიო უცნობმა“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის 2024 წლის 23 ივლისამდე გაგრძელებაში 10 692 ლარი ერთი წლის ვადაში კომისიის მიერ წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით უნდა დაფაროს. სალიცენზიო გადასახადი სრულად ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები